ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 18 » მრგვალი მაგიდა ბათუმში
20:39
მრგვალი მაგიდა ბათუმში

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 18 დეკემბერს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია -ადგილობრივი  სტრუქტურათშორისი თანამშრომლობა“.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდები, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, საზოგადოების ჯგუფები.

როგორც მრგვალ მაგიდაზე ითქვა, პრობლემა აჭარის რეგიონშიც თვალსაჩინოა და სერიოზულად დგას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობა. მნიშვნელოვანია კანონის არსებული მექანიზების სრული გამოყენება, რაც შეუძლებელია სტრუქტურებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გარეშე.

სად არის ყველაზე „სუსტი წერტილები“ ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ძალადობის პრევენციის მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, განათლება, რა როლი ენიჭება სხვადასხვა სექტორს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემაზე რეაგირების კუთხით - შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა, რაც, ორგანიზატორების აზრით, აუცილებლად აისახება   რეკომენდაციებში და წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.

ითქვა, რომ საზოგადოებრივ დისკუსიებს სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს.

შეხვედრა  ტელეკომპანია „აჭარას“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.

 

 პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 746 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0