მთავარი »
2014 »
აპრილი »
14 » მოზარდების პრობლემები - დებატ-კლუბზე გახილვის თემა
12:20 მოზარდების პრობლემები - დებატ-კლუბზე გახილვის თემა |
|
ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ახალგაზრდული დებატები ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს სუიციდის თემა. წამყვანმა სტატისტიკა გააცნო შეკრებილებს. მასში კარგად ჩანს, რომ მოზარდები ხშირად ხდებიან სუიციდის მსხვერპლნი.
დისკუსიისას აღინიშნა:
„სოციალური პრობლემების ფონზე მშობლები თითქმის ვერ აკონტროლებენ საკუთარ შვილებს. გარდატეხის ასაკში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება“.
„სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაცია სუსტია, რის გამოც მოზარდი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება“.
მონაწილეების აზრით, ამ საკითხით ფართო საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, სასურველია სკოლებში ჩატარდეს ვოროკშოპები, ფსიქოლოგის საუბრები, რათა მოზარდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ და მარტონი არ დარჩნენ საკუთარ პრობლემებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 793 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |