მთავარი »
2014 » ივლისი » 23 » მობილიზატორთა მორიგი ქსელური შეხვედრა ხურჩაში
13:41 მობილიზატორთა მორიგი ქსელური შეხვედრა ხურჩაში |
|
მორიგ ქსელურ შეხვედრაზე შეკრებილმა მობილიზატორებმა ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში ივლისის თვეში ჩატარებული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ ზაფხულის ეს თვე ცხელიიყო მუშაობის მხრივაც.
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და პროექტის ასისტენტმა მობილიზატორებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმების შეასახებ“.
მობილიზატორებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევა ხშირია და მასზე გავლენას იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებით ახერხებენ. არის შემთხვევები, როცა საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვება, თუმცა მიუხედავად გაზრდილი ინფორმირებულობისა, მსხვერპლი ხშირად ანონიმურობას არჩევს, სიტუაციის გამოაშკარავებას ერიდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 678 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |