მთავარი »
2014 » ნოემბერი » 3 » ქალთა მიმართ ძალადობის თემა - ახალგაზრდულ დებატებზე
10:18 ქალთა მიმართ ძალადობის თემა - ახალგაზრდულ დებატებზე |
|
წყალტუბოს ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები გამართა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.
მონაწილეებმა იმსჯელეს მიზეზებზე: რატომ გაიზარდა აგრესია საზოგადოებაში, რატომ გახშირდა ქალზე ძალადობა. აღინიშნა, რომ ეს წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციის ბრალია, მის გასანეიტრალებლად კი არავინ ზრუნავს.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების თითოეული წევრი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. მოძალადეს უნდა ეშინოდეს საზოგადოების რისხვის, ამისთვის აქტიური ქმედებებია საჭირო. ისაუბრეს სახელმწიფოს როლზე. განგაში მაშინ კი არ უნდა ატყდეს, როცა ტრაგედია მოხდება - ძალადობის პრევენციისთვის სერიოზული ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 696 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |