ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბებს ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიას
კლუბი დაემატა. კლუბი ოფიციალურად 19 ივნისს გაფორმდა და
დამსწრეთა მოლოდინებიც გაცხადდა. კლუბმა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის
ქალბატონები გააერთიანა, მაგრამ ისინი თითქმის ერთნაირად ხედავენ პრობლემებს.
ჩატარებულმა ვორკშოპმა პრიორიტეტული
საკითხები გამოკვეთა: „სოფლის მთავარი პრობლემა სამანქანო გზაა"; „ტრანსპორტი გაუმართავად
მუშაობს"; „თითქოსდა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, წყალი კი კვლავაც არა გვაქვს";
„გვიჭირს კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან"; „ძალიან ჭირს სამუშაო ადგილები";
„ძალიან ბევრს ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა აწუხებს".
კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის" მუშაობის შესახებ. მათთვის საინტერესო
გამოდგა ოზურგეთის ქალთა კლუბის გამოცდილება, რაზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.
კლუბმა ადვოკატირებისათვის იქვე აირჩია
რამდენიმე საკითხი, რომელთა გადადება არ შეიძლება პრობლემის სიმწვავის გამო. შეხვედრის
შეფასებისას კი ითქვა, რომ მოტივაცია საიმისოდ, რომ კლუბი შედგეს, როგორც ქალთა ორგანიზებული ჯგუფი, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება გამოცდილებას,
ქალბატონების რწმენით, ის დროთა განმავლობაში დაგროვდება!
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |