საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის
დაწყება, ამ კამპანიაში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის მასშტაბები კიდევ ერთხელ
შეახსენა საზოგადოებას ტელეკომპანია „რიონის" ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ.
„დილიდან უამრავი მოლოცვა მოგვივიდა კამპანიის
დაწყებასთან დაკავშირებით. თავიდან ცოტა გვეუცხოვა, შემდეგ კი ეს აღვიქვით, როგორც
კამპანიის მნიშვნელობისა და
სოციალური ღირებულების აღიარება. წელს გვქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა
ადგილობრივი ხელისუფლებებისაგან მთელ დასავლეთ საქართველოში - დასაწყისში მათ
თვალსაჩინო ადგილებში განათავსეს კამპანიის ატრიბუტიკა. აქტიურად გვიჭერს მხარს ცენტრალური და რეგიონალური
მედია - დიდი პატივისცემით ვაფიქსირებთ ჟურნალისტების მაღალ სოციალურ
პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. ასზე მეტ ღონისძიებაში ფონდ
„სოხუმთან" ერთად პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან და ეს
აძლიერებს საერთო ძალისხმევას პრობლემის დასაძლევად", - განაცხადეს გადაცემის
მონაწილეებმა.
„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა ყველას მიერ
არ არის აღქმული, როგორც საზოგადოებრივი სატკივარი, არ არის დანახული, როგორც
სოციალური ბოროტება", - ასე მიიჩნევენ ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის
მონაწილეები. მათ პირდაპირ ეთერში გაითამაშეს სცენები, რომლებიც ჩვენს გვერდით,
ყოველდღე მიმდინარე დამანგრეველ პროცესს გვიჩვენებს. მათი შედეგების გამოსწორება
ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
გადაცემას ერთვოდა ტელესიუჟეტი, რომელიც
ეხებოდა ფონდის მიერ გამართულ აქციებს, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საზოგადოების
დიდი ნაწილის შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების
წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |