როგორ ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში
რეგისტრაცია, ვინ მიიჩნევა მარტოხელა დედად და რა სახის დახმარებები არსებობს
სახელმწიფოს მხრიდან. განქორწინება, სასამართლოსადმი მიმართვის წესები და პირობები
- ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ფონდი „სოხუმის" იურისტმა ქუთაისის, ხონისა და
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრების მონაწილეებმა იურისტისგან კონსულტაციები მიიღეს აგრეთვე ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი
სახლების საკუთრებაში გადაცემის პირობები(დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან
გამომდინარე), აღნიშნული პროგრამის სხვადასხვა ეტაპების გაცნობა და დევნილთა
უფლებების გარკვევა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |