|
იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა როლი სოციალურ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, განქორწინებისას ქონებრივი დავის გადაწყვეტა - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართ მოქალაქეებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს იურისტთან შეხვედრისას.
შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |