ორშაბათი, 23.09.2019, 01:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 9 » გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ბათუმში
21:47
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ბათუმში

ბათუმში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საკრებულოსა და მერიას უახლოეს დღეებში წარედგინება გასაცნობად.

შეხვედრაზე დამტკიცდა საბჭოს მოხალისეობრივი პროექტი, რომლითაც  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელება იგეგმება. საბჭოს წევრები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტიურ წევრებთან, გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ოჯახში ძალადობის პრობლემაზე საბაზისო ინფორმაციას, ჩატარდება მრგვალი მაგიდა, რადიოგადაცემები. საბჭოს პროექტში ჩაერთვება ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი, რომელიც ძალადობის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 538 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0