კვირა, 24.11.2024, 00:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 18 » გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
13:44
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

 

18 ივლისს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას დაესწრნენ საკრებულოს ახალი წევრები - ნანა ალანია და ელისო ცაგურია. ისინი გაეცნენ პროექტს, საბჭოს მუშაობას და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოს წევრების საპროექტო იდეები. მათ აღნიშნეს, რომ აქტუალური და სასარგებლოა პროექტის შემუშავება ეკო-სანიტარიის კუთხით, რომელიც გაითვალისწინებს გენდერის საკითხებს და მოიცავს არა მარტო სენაკს, არამედ ახლომდებარე სოფლებსაც.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ფოკუს-ჯგუფი, პროექტის შეფასებისა და მონიტორინგის ფარგლებში. საბჭოს წევრების თქმით, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნიდან ბევრი დრო არ არის გასული, მაგრამ მის წინაშე დასახული მიზნები მიღწეულია, არსებითი შედეგები კი, რომლებიც უფრო თვალსაჩინოს გახდის მუშაობას, უახლოეს ხანებში გამოჩნდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0