მთავარი »
2014 » თებერვალი » 18 » გენდერულ საკითხებზე მსჯელობა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე
00:07 გენდერულ საკითხებზე მსჯელობა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე |
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გენდერული
საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომა მიჰყავდა ნატალია ხუბუას, გენდერული საკონსულტაციო
საბჭოს თავმჯდომარესა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს.
სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ტრენინგის მონაწილეებმა (რომელიც ჩატარდა
ბორჯომში სენაკის, ქუთაისისა და ოზურგეთის საკრებულოების წევრებისთვის) შთაბეჭდილებები
გაუზიარეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს და წარუდგინეს ტრენინგის დროს შემუშავებული
გენდერული თანასწორობის სტრატეგიული გეგმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული გენდერული სურათი. საბჭოს წევრები გაეცნენ
ცვლილებებს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში და დაგეგმილ კვლევას ადგილობრივი გენდერული საჭიროებების თაობაზე.
დადგინდა, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს მუშაობას გენდერული
სიტუაციის ანალიზზე და შეიმუშავებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ გეგმას, რომელსაც განსახილველად წარუდგენს საკრებულოს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 821 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |