მთავარი »
2014 » ნოემბერი » 7 » ძალადობის თემას სტუდენტები აქტიურად ეხმაურებიან
10:08 ძალადობის თემას სტუდენტები აქტიურად ეხმაურებიან |
|
ზუგდიდში მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა დებატები თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა - პრევენციული მექანიზმების შემუშავება“.
ძალადობის თემა სტუდენტებისთვის აქტუალური გამოდგა. დისკუსიისას გამოჩნდა, რომ მიზეზების ანალიზი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი „დამნაშავე“ ქართული ტრადიციებია. მეორე ნაწილის აზრით, ქალზე ძალადობის პრობლემები არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც მენტალიტეტი შედარებით სუსტია.
საერთო მოსაზრებით, მიზეზი არაერთია და ეს პრობლემა სახელწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.
დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ცნობიერება ადრეული ასაკიდან ყალიბდება და ძალადობის პრევენციაც ახალგაზრდების განათლებით უნდა დაიწყოს - ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 739 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |