ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:14
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 7 » დებატები თემაზე “მიგრაცია და მისი გავლენა ოჯახში ძალადობის ხარისხზე” ფოთში
11:53
დებატები თემაზე “მიგრაცია და მისი გავლენა ოჯახში ძალადობის ხარისხზე” ფოთში

რა იწვევს სადღეისოდ არსებული მიგრაციის ბუმს, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები მოაქვს მას, რა გავლენას ახდენს ის ქვეყნის, ოჯახების აწმყოსა და მომავალზე, - ამ საკითხების ირგვლივ ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ღია დებატები გაიმართა.

"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანას საზღვრები დახურული არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებით ზედმეტად ლიბერალურია.  ვთვლით, რომ  ჩვენთან საერთოდ  არ არსებობს არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახების სიმყარეს, მის წევრებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას, ერის გენოფონდს,  რომ არაფერი ვთქვათ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე,” - ითქვა შეხვედრაზე .

"უცხოეთიდან ჩამოსულ მშობლებს სახლში გაუცხოებული შვილები ხვდებათ, - ეს დიდი ტრაგედიაა”.

"ბევრი ქალი ვიცი, რომელთაც საზღვარგარეთ იძულებით მიგრაციამ ოჯახი დაუნგრია, რადგან ქმარი გამუდმები ეჭვიანობდა. ბევრი მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებს ოჯახის სახეს, სინამდვილეში  ის ერთმანეთის მიმართ გულგრილი, დათრგუნვილი ადამიანებით არის სავსე... ”

 "ამდენი წელია, სწავლა დავამთავრე და სამსახურს ვერ ვშოულობ. რა თქმა უნდა, უკანმოუხედავად წავალ, თუ მომენტი მომეცა! ”- ასეთი პოზიციაც იყო.

სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სიტუაციის  შესწავლა და კონტროლი, დაინახოს საფრთხეები, განსაზღვროს პოლიტიკა, რადგან ეს ერის მომავალს ემუქრება პირველ რიგში, - ითქვა დებატებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1485 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 51
სტუმარი: 51
მომხმარებელი: 0