ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 25 » დასრულდა სოციოლოგიური კვლევა სენაკში
14:21
დასრულდა სოციოლოგიური კვლევა სენაკში

დასრულდა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს 1-დან 25 აპრილამდე.

კვლევის მიზანი იყო ქალთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასება. კვლევის დროს ჩატარდა 3 ჩაღრმავებული ინტერვიუ განათლების და ბიზნესის სფეროს ექსპერტებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან, 3 ფოკუს-ჯგუფი ინტელიგენციასთან (პედაგოგები, მედიცინის მუშაკები...), ახალგაზრდებთან (სტუდენტები, ფონდი „სოხუმის“ ლიდერთა სკოლის წევრები), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ანკეტურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 100-მა ქალმა (დევნილები, სოციალურად დაუცველები, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანები და ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები).

კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და წარუდგენენ ადგილობრივ საკრებულოს, რათა ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას გამოვლენილი საჭიროებები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0