ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » ბათუმის კლუბი ახალი პრობლემის ადვოკატირებას იწყებს
22:55
ბათუმის კლუბი ახალი პრობლემის ადვოკატირებას იწყებს

ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მატიანეში არაერთი გადაჭრილი პრობლემაა დაფიქსირებული. მაგრამ ამ საკურორტო ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაგვარებელი. 

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა ახალი პრობლემის ადვოკატირება დაიწყო.

- გრიშაშვილის ქუჩაზე ანტისანიტარიაა. დაზიანებული საკანალიზაციო მილები საჭიროებს განახლებას, ხოლო დაბინძურებული ადგილი - დასუფთავებას. პრობლემა აქტუალურია და სწრაფად უნდა გადაიჭრას. ადვოკატირების ჯგუფის წევრები შპს „ბათუმის წყალის" ხელმძღვანელს ჯანო ვარშალომიძეს მივმართავთ  წერილობით, -  აღნიშნა ნათია კიკვაძემ, ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.

კლუბის მეორე მოდერატორი, ეთერ დიასამიძე დარწმუნებულია, რომ დასმულ საკითხს შედეგიანი გამოხმაურება ექნება და სხვა პრობლემების მგავსად, ისიც მალე მოგვარდება.

პრობლემის ეფექტური ადვოკატირების მიზნით, კლუბის წევრები მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების გამოყენებას აპირებენ. გადაიღებენ ფოტოებს და თავიანთ ფეისბუქ-გვერდზე (Fund Sokhumi Batumi Batumi) განათავსებენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 871 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0