მთავარი »
2014 » თებერვალი » 26 » აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან - მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ
12:21 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან - მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ |
| ფონდი „სოხუმი"
ერთ-ერთი იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც პრეზენტაცია მოუწყო აფხაზეთის
ა/რ სამინისტრომ სამოქალაქო თანხმობისა და
კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. შეკრებილებს მიესალმნენ მინისტრი ლელა გულედანი, აფხაზეთის
ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სხვადასხვა
სამინისტროს წარმომადგენლები.
არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია შესრულებული და შესასრულებელი აქტივობების
შესახებ, ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, სამოქალაქო მისიაზე და დასახეს თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრის ბოლოს
ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 799 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |