მთავარი »
2014 » დეკემბერი » 12 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი სენაკში
20:40 ამომრჩეველ ქალთა კლუბი სენაკში |
|
ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კიდევ ერთხელ დაისვა აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემები. ტერიტორია, რომელიც ზაფხულში ფონდი „სოხუმის“ ჩარევით დასუფთავდა, დღეს ისევ დაბინძურებულია.
აღინიშნა, რომ დევნილთათვის რეაბილიტირებულ შენობებში აღდგენას საჭიროებს საკანალიზაციო სისტემა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ჯგუფის წევრები სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მიმართავენ.
კლუბის წევრებმა მომავალი ერთწლიანი გეგმაც დასახეს - პრობლემების მოგვარებაში ისინი აპირებენ აქტიურად ჩართონ ადგილობრივი ხელისუფლების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 731 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |