მთავარი »
2013 » ნოემბერი » 26 » „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“
10:21 „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“ |
| მრგვალი მაგიდა ქუთაისში თემაზე
„ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები"
მონაწილეთა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩატარდა. ქალბატონებმა, მათ შორის იგპ
ქალებმა გამოყვეს სფეროები, სადაც ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს, საჭიროდ თვლიან
მეტი ზომების გატარებას მათი ადამიანური უსაფრთხოების დასაცავად.
მრგვალი მაგიდა 16-დღიანი კამპანიის
ფარგლებში ჩატარდა და წარმოადგენს ერთ-ერთ აქტივობას ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო პროექტში
„ქალები და გოგონები მოქმედებენ მშვიდობისა და სამართლიანობისათვის".
პროექტის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის
მონაწილეებს „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზაზე" მუშაობის შედეგებიც გააცნეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna
till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 881 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |