|
- რა სამართლებრივი მექანიზმები და რომელი საერთაშორსო დოკუმენტები არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. რამდენად იცნობენ ამ დოკუმენტებს ახალგაზრდა გოგონები - ამ საკითხების განხილვით დაიწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. მასში 14 გოგონა მონაწილეობდა. როგორც გაირკვა, მონაწილეთა უმრავლესობამ პირველად მოისმინა ინფორმაცია 16-დღიან მსოფლიო კამპანიაზე, ამიტომაც ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ საინფორმაციო ფურცლებს, დაათვალიერეს კალენდრები, პოსტერები... გაიკეთეს თეთრი ლენტები და აღნიშნული ღონისძიებით ძალადობის მიმრთ გამოთქმულ მსოფლიო პროტესტს შეუერთდნენ. |