შაბათი, 20.04.2024, 05:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » ტრენინგი-რეაბილიტაცია
12:12
ტრენინგი-რეაბილიტაცია

საახალწლოდ,  ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით, აქტიურ ყოველდღიურ შრომაში ჩაბმული თანამშრომლებისთვის რეაბილიტაცია  მოეწყო.

ტრენინგი ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგებმა ინა აირაპეტიანმა და ხედა ომარხაჯიევამ (გროზნოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები).

ტრავმის სიმპტომების გამოვლენა, დაძაბულობის მოხსნა, ემოციური წვის სინდრომი, ფსიქოკორექცია და ფსიქოთერაპია - ამ და უამრავ სხვა საკითხზე მუშაობდნენ ფონდელები ორი დღის განმავლობაში.

ემოციური იყო ყოველი სავარჯიშო, რადგანაც მათი მეშვეობით მონაწილეებმა ჩაიხედეს საკუთარ სულში, გრძნობებში, წარსულში და შეეცადნენ იმ რესურსების პოვნას, რომელთა დახმარებითაც უნდა შეძლონ გამკლავება ტკივილთან, სტრესთან, ავადმყოფობასთან, პრობლემებთან...

და შეძლონ სხვათა დახმარებაც, რადგანაც წინ ახალი, არანაკლებ დატვირთული და აქტიური წელიწადი ელოდებათ...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 914 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0