ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » რადიოგადაცემა
01:10
რადიოგადაცემა

10 დეკემბერს - კამპანიის ბოლო დღეს - რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით პროექტის ფარგლებში მომზადებული ბოლო რადიოგადაცემა გავიდა.

გადაცემის პირველი ბლოკი პროექტის კოორდინატორს დაეთმო, რომელმაც მოკლედ შეაჯამა სამწლიანი მუშაობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც მოიტანა განხორციელებულმა საქმიანობამ ფონდის მიერ შექმნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრა ფართოდ გაშლილი საზოგადოებრივი დისკუსიების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად წამოსული ინიციატივების, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სრულიად ახალი საფეხურის  შესახებ, რომლის შედეგია თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

გადაცემის მეორე ბლოკში საინფორმაციო კამპანია და მასში საზოგადოების ფართე მასების მონაწილეობის მომენტები გაშუქდა. რესპონდენტთა საუბარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან ძალადობის პრობლემის სწორი აღქმის აუცილებლობა და დაცვის ეფექტური მექანიზმების საჭიროება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 961 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0