მთავარი » 2011»ნოემბერი»28 » ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა მომავალში უფრო ნაყოფიერი იქნება
16:04
ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა მომავალში უფრო ნაყოფიერი იქნება
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მიერ თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მამაკაცები მონაწილეობდნენ.
ახალ პროექტს, მიეწოდათ ინფორმაცია16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. გაიმართა დისკუსია თემაზე - ოჯახში ძალადობა. დიდი ინტერესი გამოიწვია გაეროს რეზოლუციამ 1325. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გაეროს ეს დოკუმენტიმრავალმხრივია -იცავს ქალს ძალადობისგან, ხელს უწყობსპოლიტიკაში მის ჩართვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრიდან ფოთის ქალთა კლუბს ახალი წევრები შეემატნენ. - ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, ვიზრუნებთ გავააქტიუროთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ქალბატონები, - ითქვა შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)