21 ივლისს ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ - მოწვეულები იყვნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრასქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალი მანანა კიკაბიძე ესწრებოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული და რა მიმართულებით აპირებს ის თავის შემდგომ საქმიანობას.
ორსაათიან შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გარკვეული დრო დევნილთა პრობლემების განხილვასაც დაუთმეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)