პროექტის "დასავლეთსაქართველოშიმცხოვრებიაფხაზეთიდანიძულებითგადაადგილებულქალთამობილიზაცია, რეაბილიტაციადამდგრადიგანვითარებამათიმდგომარეობისშეცვლის მიზნითსაზოგადოებასადაოჯახში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EED ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილია ფილმი ფონდი "სოხუმის” ფორუმ-თეატრის შესახებ. ფილმში საუბარია იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ფორუმ-თეატრის შექმნის შესახებ, რაზეა დაფუძნებული მისი საქმიანობა, რა მიზანს ემსახურება დასი, რომელიც მთელს საქართველოში მოგზაურობს და ახსენებს მაყურებელს, რომ ძალადობა - ბოროტებაა, აიძულებს იფიქროს პრობლემაზე, იმსჯელოს საკითხის ირგვლივ, მონაწილეობა მიიღონ წარმოდგენაში და შემოგვთავაზოს პრობლემის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა.