ძველი ქალაქის ეთერით გასული მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან " ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” ქუთაისში ფონდი "სოხუმის” მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის შესახებ ინფორმაციით იწყება.
"ჩვენ, საერთოდ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს კონფლიქტებზე და იშვიათად განვიხილავთ მათ კავკასიურ კონტექსტში. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს, იმუშაონ საერთოკავკასიურ ფორმატში. მოხარული ვართ, რომ ეს მოვახერხეთ. ახალგაზრდებმა გამოხატეს თავისი ხედვა უამრავ საკითხზე, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები. ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა ”. -ალლა გამახარია, ფონდი "სოხუმის” თავმჯდომარე.
ინტერვიუ ტრენინგის მონაწილეებთან ცხადყოფს მათ დაინტერესებას ტრენინგის თემატიკისადმი. "ვისაუბრეთ ჩვენს კონფლიქტებზე, ანალიზის მეთოდებზე. ყველაფერი ეს საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ კონფლიქტების მოგვარებაზე”.
"ასეთ ტრენინგებს უზარმაზარი დატვირთვა აქვს, ინფორმაციულადაც, შემეცნების კუთხითაც, გამოცდილების მიღების თვალსაზრისითაც. ძალიან გვიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა”.
ტრენინგის მონაწილეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ფორუმ თეატრის” წარმოდგენამ. როგორც მათ აღნიშნეს, ოჯახი პატარა სახელმწიფოა დ თუ იქ არა არის მშვიდობა, სახელმწიფოსაც უჭირს და პირიქით - სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია გავლენას ახდენს ოჯახზე...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |