- ბავშვობაში ჩემი მშობლები ხშირად მადარებდნენ სხვა ბავშვებს. არასდროს მომისმენია მათგან შექება. როცა განვაცხადე, რომ მინდა გავხდე პარიკმახერი, ჩემზე გაეცინათ და მითხრეს, რომ ჩემით არ ამაყობენ. ყოველთვის დამჯერე, მორცხვი ბავშვი ვიყავი. ყველაფრის მეშინოდა, რადგან დედას შეეძლო ჩემი ცემა, - ასეთი რამ უამბო ფსიქოლოგს თავის ბავშვობაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრაზე შექმნილმა ნდობის ატმოსფერომ უბიძგა მას ბოლომდე გახსნილიყო და ესაუბრა ბავშვობაში გადატანილ განცდებზე.
ფსიქოლოგმა მაისის თვეში 11 ინდივიდუალური და ექვსი ჯგუფური შეხვედრა მოაწყო სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილ ქალებთან.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |