|
ეს არის საოცარი წიგნი ომსა და მშვიდობაზე, მტრობასა და სიყვარულზე, ქალებზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე, იმედზე...
წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომელიც ფონდ „სოხუმში" ითარგმნა ქართულ ენაზე!
ელვირა გორიუხინა - პროფესორი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ეთნოკონფლიქტოლოგი, ჟურნალისტი...
ელვირა გორიუხინა - მასწავლებელი ნოვოსიბირსკიდან - ასე გვეცნაურება თავად.
საოცარი ქალბატონი, რომელიც ათი უსაშველოდ გრძელი წელიწადი დადიოდა ომის ბილიკებზე აფხაზეთში, ყარაბაღში, სუმგაითში, ცხინვალში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში...
დადიოდა და ომის საშინელებას უადვილებდა ადამიანებს, რადგან მიაჩნია, რომ „უბედურება მარტოობაში ორმაგდება".
დადიოდა, რომ გადაერჩინა სიკეთის მარცვალი, ეთხოვა პატიება, ეჩუქებინა სიყვარული და იმედი...
„მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" - ასეთი მოკრძალებული სათაური აქვს წიგნს.
ეს - უდიდესი ჰუმანისტი ქალის პოეტური აღსარებაა. უდიდესი მშვიდობისმყოფელი ქალის პროტესტია ყოველგვარი ომის წინააღმდეგ.
წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ომი!
|
|
|
„საქართველოში ოფიციალურად 200 000 ნარკომანია დაფიქსირებული, თუმცა ეს სტატისტიკა საკმაოდ პირობითია", " სამწუხაროდ, წამალდამოკიდებულთა ასაკი ახალგაზრდავდება. წინა წლებთან შედარებით 10%-ით იმატა ახალგაზრდებში ნარკოტიკების გამოყენებამ", „ოჯახების სიმშვიდეს არანაკლებ საფრთხეს უქმნის ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია"... „აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება მოდად იქცა".
- ამ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ფონდის სააქტო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ფსიქოლოგებმა, ნარკოლოგმა, სოციოლოგმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ექსპერტებმა ისაუბრეს საკითხზე - რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების პრობლემა, რა საფრთხეს უქმნის ის თოთოეულ პიროვნებას, მის ოჯახსა და ახლობლებს, საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმთელობას.
„წარმოუდგენელია გულგრილად უმზირო იმას, როგორ იღუპება შენს თვალწინ ერის გენოფონდი, მისი მომავალი, როგორ ინგრევა ოჯახები". „ საზოგადოების ყველა რგოლი, ყოველი ადამიანი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა დაირაზმოს და პერმანეტული ომი გამოუცხადოს ყველაფერს, რაც ჩვენი საზოგადოების მომავალს ემუქრება".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი. როგორც გაირკვა, ნაციონალურ პარტიას ოთხი ქალბატონი ყავს წარმოდგენლი თავის სიაში. მეოთხე ნომერი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარიაა.
ის უკვე მეორედ იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მიიჩნევს, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში უფრო მეტად დაარეგულირებს სოციალურ პრობლემებს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ამჯერად ნაბადას მუნიციპალიტეტში გაიმართა - კანდიდატი დარეჯან ცხვიტარია თავის ამომრჩევლებს შეხვდა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში შესრულებულ საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია პრიორიტეტული.
კანდიდატი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ საკითხებით იყო დაკავებული და საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
1203
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
14.04.2010
|
|
ფონდი „სოხუმის" მიერ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია სამი ვორკშოპი თემაზე: გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. ვორკშოპის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც მარტიდან ივნისამდე ფონდში სტაჟირებაზე იმყოფება. პირველი ვორკშოპი ჩატარდა 14 აპრილს, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობდნენ გოგონები 16 წლიდან უფრო ზევით.
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკვანძო საკითხებს. ინტერაქტიული მეთოდების დახმარებით ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ეფიქრათ და ემსჯელათ ფემინიზმის დანიშნულებაზე, მიზნებსა და სტრატეგიებზე.
ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა მოიყვანეს პირადი მაგალითები გენდერული დისკრიმინაციის მიმართულებით. მათ აგრეთვე საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გაიმართა. ვორკშოპის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს დისკუსიაში აქტიური ჩართვით გაეცნობიერებინათ გენდერული საკითხები მომავალში გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად.
შეფასებისას მონაწილეებმა დადებითი შეხედულებები გამოთქვეს განხილულ თემებთან დაკავშირებით. უმრავლესობამ ჩათვალა, რომ უფრო მეტი ინფორმაციები სჭირდებათ ფემინიზმზე. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ვორკშოპის შემდეგ მათ გაუჩნდათ მოთხოვნილება გადახედოთ თავიანთ დამოკიდებულებას გენდერული საკითხებისადმი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
კატეგორია:
ვორკშოპები
|
ნანახია:
1231
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
14.04.2010
| |