„ეს დღეები ყოველთვის მემახსოვრება, პირველად ვიგრძენი თავი ასე თავისუფლად და მომინდა, მესაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური კონფლიქტები, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგია."
„კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები უფრო მასიურად ჩატარდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა განიხილავდეს იმ საკითხებს, რომელიც ტრენინგზე დაისვა."
დაახლოებით ასეთი იყო იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ სამდღიან ტრენინგში იღებდნენ მონაწილეობას.
მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.
საგანგებოდ შერჩეულმა აუდიტორიამ, რომელიც შედგებოდა პედაგოგების, იურისტების, მშობლებისა და სკოლის მოსწავლეებისაგან, მუშაობა საინტერესო გახადა და ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან განხილვას.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |