ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 30

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში  გასაჩივრების მექანიზმები, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს დევნილმა ქალებმა იურისტთან შეხვედრის დროს. შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1330 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2010

 

აპრილში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან 12 ჯგუფური და 17 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა. მასში სულ 107 -მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

დევნილი ქალების უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, ფულის უკმარისობა.

„მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც არასოდეს გვყოფნიდა ფული, მამაჩემი და დედაჩემი თავიანთი ხედვებით პრინციპულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ფულის მაგიურ ძალას. ის ახლაც არ მყოფნის, როცა უკვე საკუთარი ოჯახი მაქვს. მტკივნეულად განვიცდი ამგვარ მდგომარეობას."

ფსიქოლოგის კომენტარებიდან: ადამიანში ფულისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით ყალიბდება, ბევრი რამეა დამოკიდებული ბავშობისდროინდელ  შთაბეჭდილებებზე.

დემოკრატიულ ოჯახებში, სადაც ფინანსური საკითხები ერთობლივად წყდება, ოჯახის ამ სტილს ბავშვი თავადაც იღებს. ხოლო თუ ოჯახის პოლიტიკას ძალით გახვევენ, მაშინ შეიძლება გაგიჩნდეს პროტესტი ოჯახური ტრადიციების მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1161 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2010

დარეჯან ცხვიტარია, ნათია ცეცხლაძე, ნატო ქათამაძე, მანანა შულაია...

ყველა მათგანი ფონდი "სოხუმის” დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრია. მათი სახელი კარგად არის ცნობილი თანაკუთხელებისათვის ფოთში, ქუთაისში, ხობში. ცნობილია მათი პროფესიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობაც...

 

ფონდი "სოხუმის” ტელეჟურნალისტთა ჯგუფმა მოამზადა ტელესიუჟეტი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი  კანდიდატების მრავალპარტიული სპექტრი წარმოაჩინა.

რის გაკეთებას აპირებენ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს საკუთარ საქმიანობაში...

ამ კითხვებს თვითონ  კანდიდატები პასუხობენ!

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1238 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0