კვირა, 24.11.2024, 01:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » პუბლიკაციები

ივნისსა და ივლისში ყველაზე აქტიური იყო ფეისბუქ-გვერდი. განსაკუთრებით ეხმაურებოდნენ ჩვენს პუბლიკაციებსა და აქტივობებს ეკოლოგიურ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ინდივიდუალური მომხმარებლები, ასევე სხვადასხვა   ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მსგავს პროექტებზე მუშაობენ.

ეკო-კლუბი (თბილისი): თბილისში ხშირად ატარებენ ნაგვისაგან კრეატიული ნამუშევრების გამოფენას, მაგრამ არასოდეს  ღებულობენ მონაწილეობას რეგიონები. კარგი საქმის კარგი დასაწყისია.

მწვანე სამყარო (თბილისი): ჩვენც ხშირად ვატარებთ დასუფთავებისა და გარემოს გამწვანების აქციებს. სასიხარულოა, რომ რეგიონებშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს ეხმაურებიან.

CENN (თბილისი- ბულაჩაური): 14 წელია, ამ თემატიკაზე ვმუსაობთ. სიამოვნებით ვითანამსრომლებთ თქვენთან. ჩაგვაყენეთ საქმის კურსში.

რამდენიმე წერილიც მივიღეთ - გვწერენ უცნობი გოგონები და ბიჭები.

-გამარჯობა, მე არ ვარ დევნილი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში. რა გავაკეთო ამისთვის? - მარიამი.

- გთხოვთ დამიკავშირდეთ, როცა ახალგაზრდული პროექტები გექნებათ, - ირაკლი.

 

თვის სტატისტიკა:

621 დათვალიერება

246 მოწონება

31  ახალი პუბლიკაცია

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2014

რადგანაც მაისი დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით, აქტუალური თემაც ბევრი აღმოჩნდა. ვიზიტორები მსჯელობდნენ ჩატარებულ დებატებზე და კომენტარებში ტოვებდნენ სურვილებსა და რჩევებს.

ყველაზე აქტუალური თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ყველა ინტერნეტბლოგსა და საიტზე ეს საკითხი სხვადასხვა კუთხიდან განიხილებოდა.  აქტუალური იყო ჩვენს გვერდზეც.

- არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც ეჭვს იწვევენ საზოგადოებაში.

- თუ ჩვენ არ წავალთ პროგრესისკენ, ოცდამეერთე საუკუნე მეცხრამეტეს დაემსგავსება.   

ამ კომენტარებმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურეს.

 

თვის სტატისტიკა:

199 მომხმარებელმა მოიწონა გვერდი

17 ახალი პუბლიკაცია

334 დათვალიერება

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 684 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2014

როდესაც ფონდმა  „სოხუმმა" ქართველ და აფხაზ ქალთა ერთობლივი სამშვიდობო პროექტის ფარგლებში მშვიდობისმყოფელ ქალთა ისტორიაზე დაიწყომუშაობა, ბოლომდე არ გვქონდა გაცნობიერებული, როგორ მოხდებოდა მისი ფორმირება. ერთი რამ  ნამდვილად ვიცოდით: ეს არ იქნებოდა მშრალი და უსულო ისტორიები ქალთა ორგანიზაციებისა და მშვიდობისათვის მებრძოლ ქალთა ღვაწლის შესახებ. მისი მთავარი დანიშნულება არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა, არამედ ქალთა ახალი ჯგუფების მოტივაცია  მშვიდობისმყოფელთა რიგების გასაზრდელად.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრია დაპირისპირების, სისხლისა და ნგრევის მაგალითი, გახლეჩილი საზოგადოებები, დევნილებად ქცეული მილიონობით ოჯახები, მაგრამ საკმაოდ რთულია, იპოვო ქალთა ცოცხალი ისტორიები ჟამთააღმწერლების, უფლებათადამცველების, საერთაშორისო ინსტიტუტების მშრალ ანგარიშებს მიღმა.

 

თანდათან დაიწყო ისტორიების შეკოწიწება...

პირველი მალალა იუსუფზაი იყო: პაკისტანელი გოგონა, რომელიც თავისუფლების წყურვილის გამო თალიბებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს.

შემდეგ - ბირმელი შარმ ტონგი. 16 წლის გოგონა, რომლის შეფასებას გაეროს მაღალი ტრიბუნიდან უსმენდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი...

დედა ჰავა გალკაიოდან - დევნილი ქალების გულმხურვალე ქომაგი...

ვისაკა დარმადასა, რომლის ტრაგიკული ისტორია ბევრ შვილდაკარგულ დედას ეცნობა ალბათ...

...სხვა  სახელები, რომელთაც ერთ-ერთი ჩვენს მიერ მოძიებული წყაროს ავტორმა უწოდა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მებრძოლი ქალები"...

 

ამ კრებულში მხოლოდ რვა ისტორია მოხვდა. რვა განსხვავებული პრობლემა, რომელთაც სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსის, განსხვავებული კანის ფერის ქალები შეეჭიდნენ.

ჩვენს ბენეფიციარებს, დევნილ ქალთა ჯგუფებს, საშუალება ჰქონდათ, მოძიებულ ისტორიებს გაცნობოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, დამსწრეთაგან ყველაზე მხცოვანმა მანდილოსანმა ყველას სათქმელი გააჟღერა: „დღეს დავრწმუნდი, რომ ქალებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, სამყაროს რომელ კუთხეში, ერთი და იგივე პრობლემები გვაერთიანებს. მე ბევრჯერ დავინახე ჩემი თავი ამ ისტორიებში, ჩემი სატკივარი, ჩემი ოცნებები. სიმართლე გითხრათ, შიგადაშიგ შემშურდა კიდეც იმ ქალებისა, რომელთაც ასეთი შეუდრეკელი სული აქვთ, ასეთი პირნათელები არიან საკუთარი ხალხის წინაშე".

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს განწყობა ექნებათ მათაც, ვის ხელშიც კრებული აღმოჩნდება. ეს ჯერ მხოლოდ პირველი კრებულია - ქალთა მშვიდობისმყოფელობის ამბავი ახალი სახელებითა და გამოცდილებით გამდიდრდება...

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 754 | დაამატა: admin | თარიღი: 20.12.2013

ამ სახელწოდების სტატია დაიბეჭდა გაზეთ „თაობაში" (ხონის ახალგაზრდული კავშირების ლიგის ბეჭდვითი ორგანო). მასალას მორიგი შეხვედრის დროს  გაეცნენ ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და მერამდენედ შეეხნენ გენდერული დისბალანსის პრობლემას.

სტატიის ავტორი გურანდა ცაგურია ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრია. კლუბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ისიც მონაწილეობდა ფართომასშტაბიან აქციაში, რომელიც გენდერული თანასწორობის ქსელმა მოაწყო 15 მაისს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2013

მოკლედ და კონკრეტულად - ყველაფერზე, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთდა, რისი განხორციელებაც შეძლო ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრმა, ამომრჩეველ ქალთა 8 კლუბმა და ლიდერ გოგონათა სკოლამ - ყველაზე, ვინც თავის საქმიანობას ფონდ „სოხუმს" უკავშირებს, მხარს უჭერს ან ამ ორგანიზაციის წევრად მიიჩნევს თავს.

ციფრები, აქტივობები, ფოტოსურათები მონაწილეთა მოსაზრებები, დონორთა შეფასებები -  ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მომზადებულ ანგარიშში არის ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომლითაც შეჯამებულია ფონდი „სოხუმის" ორწლიანი მუშაობა.

პროექტიხორციელდება ორგანიზაცია

Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 893 | დაამატა: admin | თარიღი: 26.05.2013


ამ სლოგანით დაიბეჭდა ფონდი „სოხუმის" ახალი პოსტერი. ფონდის ამომრჩეველ ქალთა ლიგა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს ქალებს, რადგან ეს მშვიდობის, დემოკრატიისა და მომავალი კეთილდღეობის საწინდარია.

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 890 | დაამატა: admin | თარიღი: 15.08.2012



გამოიცა ფონდი „სოხუმის" ბუკლეტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მასში მოცემულია მოკლე ინფორმაციები ორგანიზაციის შესახებ -  მისია, საქმიანობის მიმართულებები, გეოგრაფია, გაწეული მუშაობის შედეგები.

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 15.08.2012

1 2 3 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0