ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 16

"ჩვენ უნდა წავიდეთ წინ - მოდერნიზაციისაკენ, ევროკავშირისაკენ! ჩვენი მთავარი მესიჯი საზოგადოების მიმართ სწორედ ეს არის", - არმაზ კახიძე, ახალი მემარჯვენეები.

ბათუმში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი მამაკაცებიც ესწრებოდნენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ავთანდილ ჩიხვაძე, „ახალი მემარჯვენეები" - არმაზ კახიძე და შალვა გოგოტიძე.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გზები, ტრანსპორტი.

აქცენტი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. აღინიშნა ისიც, რომ ბათუმის სარკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. მიზეზად ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი არმაზ კახიძე ქალთა მხრიდან პასიურობას ასახელებს.

შეხვედრის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონთა მისამართით ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს - "დიდი სიამოვნებით მივიღებდით ქალბატონებს ჩვენს რიგებში".

ბათუმის კლუბის წევრი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პატიებს სულ მალე ქალბატონებიც შეუერთდებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1203 | დაამატა: admin | თარიღი: 16.04.2010

„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მეთოდით უფრო მალე მოხდება საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლება”, - ქუთაისში ჩატარებული ვორკშოპის (სულ ოთხი ვორკშოპი ჩატარდა) ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას უმრავლესობა ეთანხმება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევას და მასში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ეხება.

შეხვედრებში მონაწილება მიიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა (სულ  64  ქალი), მათ შორის ერთი ჯგუფი დევნილი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა .

ვორკშოპების თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, წინასაარჩევნო კამპანია, დაფინანსება და ა.შ.  

პრაქტიკული სავარჯიშოები გათვლილი იყო იმაზე, რომ მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება და ბიუჯეტის გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.

ჩატარებული შეხვედების ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეების მხრიდან გაჩნდა მზაობა აქტიური მონაწილეობისა საარჩევნო პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღეს საჭირო ინფორმაციები საკუთარ უფლებამოსილებაზე. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არ ვიცოდი, რომ უფლება მქონდა, დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას და ჩავრთულიყავი ქალაქის ბიუჯეტის განხილვაში. სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესებში".

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1153 | დაამატა: admin | თარიღი: 16.04.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0