"რა მიმართულებით აგრძელებს ფონდი "სოხუმი” ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის კუთხით განხორციელებულ საქმიანობას; რას გეგმავენ თავის სამოქმედო გეგმებში რეგიონალური ამომრჩეველ ქალთა კლუბები; რას ისახავდა მიზნად და რა შედეგები აჩვენა ქალთა ელექტორატთან ჩატარებულმა კვლევებმა; რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით” - ამ საკითხების გარშემო ისაუბრეს "რიონის” სტუდიაში ფონდის მიერ შეკრებილმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ პროექტის ასისტენტები, ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
...ამომრჩეველ ქალთა ლიგის მოქმედების არეალი ფართოვდება. მას აქტიურად შეუერთდა წყალტუბოს კლუბი, რომელმაც თავის ირგვლივ უკვე შემოიკრიბა აქტიური, ქვეყნის ბედზე გულშემატკივარი ქალბატონები.
...ქალთა პოლიტიკური განათლების მიზნით ბათუმში დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტებისათვის ჩატარებულ ტრენინგზე საარჩევნო კანონმდებლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებისა და უფლებამოსილების, ზოგადად საარჩევნო განათლების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.
... საუბარი თემისადმი მედიის დამოკიდებულებასაც შეეხო. მონაწილეებმა ისურვეს, რომ მედიამ მაქსიმალურად გამოავლინოს პოზიტიური დამოკიდებულება იმ ღირსეული ქალბატონებისადმი, რომლებიც საქვეყნო ტვირთს არ უფრთხიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)