ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 25

 

ოზურგეთში საარჩევნო თემატიკაზე ჩატარებულმა ვორკშოპებმა ამომრჩეველი ქალები განსაკუთრებით დააინტერესა. ოთხ შეხვედრას სულ 59 მონაწილე დაესწრო. 

მათი დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამიტომაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გაცნობა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში გარკვევა. აღინიშნა, რომ ხშირად მოქალაქეები საკრებულოს მიმართავენ იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ამიტომაც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეტი ინფორმირება ამ ორგანოს უფლებამოსილებაზე.   

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში ამომრჩევლებად განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

მსმენელები მომავალ არჩევნებს უკავშირებენ სასიკეთო სიახლეებს. პირველ რიგში,  ქალაქში არსებული სოციალური და სხვა პრობლემების მოგვარებას. ამისათვის მათ აუცილებლად მიაჩნიათ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1108 | დაამატა: admin | თარიღი: 26.04.2010

- ალბათ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი: ახალგაზრდები თავისუფალი აზროვნებით, ახალი იდეებით მოდიან, მათი გააქტიურება და ჩართვა სამშვიდობო საქმიანობაში დადებით შედეგებს გამოიღებს. სამდღიანმა ტრენინგმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა, საკუთარი მოვალეობები შემახსენა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები და საშუალებები აფხაზებთან დასაკავშირებლად, ნდობის აღსადგენად - ამ მოსაზრებით ტრენინგის მონაწილეთა საერთო განწყობა დააფიქსირა ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ სუბელიანმა. 

პროექტის ფარგლებში ეს უკვე ბოლო შესარჩევი ტრენინგია. იგი ქუთაისში, დევნილი სტუდენტებისათვის ჩატარდა. ახალგაზრდებმა კარგად იციან რისთვის მოვიდნენ ამ ტრენინგზე. უმრავლესობას  დიდი სურვილი აქვს მოხვდეს ლიდერთა სკოლაში, რადგან ამით შესაძლებლობა ექნებათ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რათა შემდეგ აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1092 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0