ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ვორკშოპი სამშვიდობო თემაზე
01:24
ვორკშოპი სამშვიდობო თემაზე

ფონდი „სოხუმის" მიერ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია სამი ვორკშოპი თემაზე: გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. ვორკშოპის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც  მარტიდან ივნისამდე ფონდში სტაჟირებაზე იმყოფება. პირველი ვორკშოპი ჩატარდა 14 აპრილს, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობდნენ გოგონები 16 წლიდან უფრო ზევით.

ვორკშოპის მონაწილეები  გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკვანძო საკითხებს. ინტერაქტიული მეთოდების დახმარებით  ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ეფიქრათ და ემსჯელათ ფემინიზმის დანიშნულებაზე, მიზნებსა და სტრატეგიებზე.

ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა მოიყვანეს პირადი მაგალითები გენდერული დისკრიმინაციის მიმართულებით. მათ აგრეთვე საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გაიმართა. ვორკშოპის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს დისკუსიაში აქტიური  ჩართვით გაეცნობიერებინათ გენდერული საკითხები მომავალში გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად. 

შეფასებისას მონაწილეებმა დადებითი შეხედულებები გამოთქვეს განხილულ თემებთან დაკავშირებით. უმრავლესობამ ჩათვალა, რომ უფრო მეტი ინფორმაციები სჭირდებათ ფემინიზმზე. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ვორკშოპის შემდეგ მათ გაუჩნდათ მოთხოვნილება გადახედოთ თავიანთ დამოკიდებულებას გენდერული საკითხებისადმი.   
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
 
კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1232 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0