ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 26

რაში მდგომარეობს ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებისა და უსაფრთხოების გარანტიების არსი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში, რა მიზნების მიღწევას ცდილობენ მხარეები, რა რისკებს მოიცავს საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების არსებობა ან არარსებობა, რა მეთოდით უნდა მოხდეს მისი დაცვა - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" რადიოგადაცემა, რომელიც 26 აპრილს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით გავიდა.

გადაცემაში აისახა პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, სოფელი  ხურჩა - ზუგდიდის რაიონი) საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და დაფიქსირდა მონაწილეთა პოზიციები.

როგორც გადაცემის რესპონდენტები აღნიშნავენ, აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, მაგრამ მონაწილეები ერთგვაროვნად დადებით შეფასებას აძლევდნენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაში საუბარია ომის განუახლებლობაზე და კონფლიქტების დარეგულირებაზე.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1080 | დაამატა: admin | თარიღი: 27.04.2010

 "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება”...

გადაცემათა ციკლის მორიგი გამოშვება ამჯერად იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოჯახში ძალადობრივი გარემოსათვის ხელსაყრელ ფონს ქმნის. ამ თემას  ცოტა ხნის წინათ ფონდი "სოხუმის” ეგიდით გამართული  "მრგვალი მაგიდაც” გამოეხმაურა.

 რა გავლენას ახდენს დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე ოჯახურ კლიმატზე და როგორ ჩანს ამ პრობლემის ჭრილში ოჯახში ძალადობის საკითხი...როგორია არსებული სტატისტიკა და რა კუთხით უნდა წარიმართოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სპეციალისტების, მედიის, არასამთავრობო სექტორის, თვითონ საზოგადოების ძალისხმევა...

"სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა ნარკომანია, ლუდომანია, ალკოჰოლიზმი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი სოციალურ პოლიტიკაში, საზოგადოების ცნობიერებაში”. "სამართალდამცავებს ხშირადა აქვთ შემთხვევა, როდესაც  მსგავსი დამოკიდებულების მქონე პირის მშობელი მიმართავს თხოვნით, დააკავონ მისი შვილი, რადგანაც გაუსაძლისია იმ ძალადობის ატანა, რასაც ისინი მიმართავენ”.

– ჟურნალისტთან საკითხის ირგვლივ საკუთარ პოზიციას ექსპერტები, ”მრგვალი მაგიდის” მონაწილეები, ფსიქოლოგები გამოხატავენ.

გადაცემაში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ფონდი "სოხუმის” მიერ ფოთში გახსნილი კიდევ ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის შესახებ, სადაც უკვე ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები, პერიოდულად ხორციელდება ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1107 | დაამატა: admin | თარიღი: 26.04.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0