კვირა, 24.11.2024, 00:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ელვირა გორიუხინას წიგნი - ქართულ ენაზე
02:32
ელვირა გორიუხინას წიგნი - ქართულ ენაზე
 

ეს არის საოცარი წიგნი ომსა და მშვიდობაზე, მტრობასა და სიყვარულზე, ქალებზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე, იმედზე...

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომელიც ფონდ „სოხუმში" ითარგმნა ქართულ ენაზე!

 

ელვირა გორიუხინა - პროფესორი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ეთნოკონფლიქტოლოგი, ჟურნალისტი...

ელვირა გორიუხინა - მასწავლებელი ნოვოსიბირსკიდან - ასე გვეცნაურება თავად.

საოცარი ქალბატონი, რომელიც ათი უსაშველოდ გრძელი წელიწადი დადიოდა ომის ბილიკებზე აფხაზეთში, ყარაბაღში, სუმგაითში, ცხინვალში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში...

დადიოდა და ომის საშინელებას უადვილებდა ადამიანებს, რადგან მიაჩნია, რომ „უბედურება მარტოობაში ორმაგდება".

დადიოდა, რომ გადაერჩინა სიკეთის მარცვალი, ეთხოვა პატიება, ეჩუქებინა სიყვარული და იმედი...

„მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" - ასეთი მოკრძალებული სათაური აქვს წიგნს.

ეს - უდიდესი ჰუმანისტი ქალის პოეტური აღსარებაა. უდიდესი მშვიდობისმყოფელი ქალის პროტესტია ყოველგვარი ომის წინააღმდეგ.

წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ომი!

 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1705 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0