ვორკშოპები საარჩევნო თემატიკაზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამომრჩეველ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა საარჩევნო კანონმდებლობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებზე ხობის რაიონშიც ჩატარდა. სულ ოთხი შეხვედრა მოეწყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ამომრჩეველმა ქალმა. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დაფინანსება, ამომრჩევლის საარჩევნო უფლებები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და სიტუაციური ამოცანები დაეხმარა მონაწილეებს მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებაში.
მონაწილეებმა დადებითი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამომრჩეველი ქალების ინფორმირება, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და სოლიდარობა გაუწიონ ქალ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |