კვირა, 24.11.2024, 00:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 28

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე:  2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში.

კონფერენციაზე ფონდი „სოხუმის"  მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

მონაწილეები: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, მას-მედია.

კონფერენციის პირველ ნაწილში, მომხსენებლებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ მთავრობის ყველა დონეზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემაფერხებელ ფაქტორებზე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე და არჩეული თანამდებობის პირი ქალების წინაშე მდგარი გამოწვევის შესახებ.

 რუსუდან კერვალიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა და გენდერული თანასწორობის  საბჭოს თავმჯდომარემ, მოკლედ მიმოიხილა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი და ისაუბრა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე.

 კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ათი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში. მათ აუდიტორიას გააცნეს საკუთარი გეგმები და სტრატეგიები. რომელიც მიმართულია ადგილობრივ არჩევნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.

და ბოლოს, კონფერენციის შემაჯამებელ ნაწილში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს (NDI) - ის მიერ შემუშავებულ გლობალურ სამოქმედო გეგმას - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად - გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები".

 ამგვარად, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველყონ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ქართულ პოლიტიკაში და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებას.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1190 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

„ქალთა ხმის" ახალი ნომერი ასახავს იმ დიდ მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს ქალთა განვითარების მიზნით მთელს დასავლეთ საქართველოში.

ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო მასალები: ფორუმი ქალთა სოლიდარობის თემაზე, ტრენინგი ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ოჯახში ძალადობის თემაზე, მუშაობა ახალგაზრდებთან, შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფსიქოლოგის საქმიანობის ერთ-ერთი მეთოდი - არტთერაპია, საზოგადოებრივი დებატები, რადიომონოლოგი...

როგორც ყოველთვის, მკითხველი ახლაც ინტერესით გაეცნობა ფონდი „სოხუმის" პეიროდულ გამოცემას.
 
            Download_RUS>>>
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1068 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან. მონაწილეობა მიიღო 83- მმა ქალმა.

ხურჩა აფხაზეთის საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულია. ერთ-ერთმა იქ მაცხოვრებელმა ქალმა ასეთი რამ გვითხრა: „ როცა ისვრიან, მაშინ მშვიდად მძინავს, ამ დროს თავს დაცულად ვგრძნობ, სიწყნარე მაშინებს." ამ ქალისათვის ომი ჯერ არ დამთავრებულა.

„ყველას შეუძლია იცხოვროს თავისი ცხოვრებით, მაგრამ აშინებს ხალხის აზრი, ეს ზღუდავს და არ აძლევს თავისუფლებას. "

 ფსიქოლოგის რჩევები:

„გარეგნულად მოვლილად გამოიყურებოდე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, შინაგანად იყო მშვიდი და მხიარული".

მოუარეთ და გაუფრთხილდით ოჯახს , მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს.

 დაეხმარე ოჯახის წევრებს, მაგრამ ნუ აიღებ ყველას პრობლემას საკუთარ თავზე.

შეხედეთ პრობლემებს ცოტა მსუბუქად და ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ემოციებით.

როცა რაღაცა გაწუხებთ, ილაპარკეთ ამაზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1171 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

 

როგორც ყოველთვის,  ნაყოფიერი იყო წყალტუბოში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები საარჩევნო კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.

 შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მაია შალანბერიძე და ნანა იოსელიანი(ახალი მემარჯვენეები).

დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლუბის მუშაობამ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1038 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

სამ თვეში ერთხელ გამოვა „ქალთა ხმა" საერთო რუბრიკით „ქალი და მშვიდობა".

სამშვიდობო მიმართულების ჟურნალი ყველაზე ძველია ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო გამოცემებში.

აპრილში გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი. მასში აისახა ბოლო ოთხ თვეში ჩატარებული მუშაობა.

ამჟამად განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდებზე კეთდება და ეს კარგად ჩანს ჟურნალის ფურცლებზე.

მკითხველი კვლავაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებს, გაეცნობა ფონდი „სოხუმის" ახალ გამოცემებს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი" და „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში".

იმედია, ყველა თაობის მკითხველი თავისთვის საინტერესოს იპოვის „ქალთა ხმაში".

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
 
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1280 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0