მთავარი »
2010 » დეკემბერი » 11 » 16-დღიანი კამპანია დასრულდა
23:11 16-დღიანი კამპანია დასრულდა |
ფონდმა „სოხუმმა" დაასრულა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ნაციონალური კამპანია, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ კამპანია მიდიოდა სლოგანით - „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას".
კამპანიის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსიები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გარშემო, საინფორმაციო შეხვედრები, საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგები, აქციები, მედიაკომპონენტის აქტიური ჩართვა - სოციალური კლიპები, ვიდეო ფილმები, ტელე და რადიო გადაცემები.
პოზიციამ, რომ ძალადობა ბოროტებაა, მის წინააღმდეგ კეთილი ნების ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს, საზოგადოების დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ გაამთლიანა.
|
კატეგორია: კამპანიები |
ნანახია: 1146 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |