ჟურნალის მეორე ნომრის გამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამიტომაც განსაკუთრებულ შინაარსს იძენს ამ საინფორმაციო გამოცემის მთავარი მიზანი -ქალთა პოლიტიკური აქტივობის პროპაგანდა.
ჟურნალში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც საინტერესო თემებზე მოუთხრობს მკითხველს - გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობა; ლიდერი ქალების პორტრეტები; გენდერული საკითხი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში; ქალთა ელექტორატის ხედვა თანასწორობათან დაკავშირებით.
ჟურნალის ქართულ ვერსიას გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთაკლუბებისა და პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო რუსული ვერსია ელექტრონული სახით გაიგზავნა ყველა ქსელში.