ქუთაისში, უნივერსიტეტში ლამპარი" საზოგადოებრივი დებატები გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო: „განქორწინება ოჯახური ძალადობის კონტექსში - მდგომარეობიდან გამოსავალი თუ ახალი პრობლემის დასაწყისი".
დებატები განსხვავებული ფორმატით წარიმართა, მონაწილეები „ოთხ კაფეში" გადანაწილდნენ და პრობლემას ოთხ სხვადასხვა პოზიციიდან შეხედეს: მამაკაცები, ქალები, ბავშვები, საზოგადოება.
პრეზენტაციისას გამოიკვეთა თითოეული ჯგუფის დამოკიდებულება პრობლემისადმი. მათ ნამუშევრებში გამოჩნდა, რომ განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგაც ნეგატიური შედეგები ძირითადად ქალზე ვრცელდება. სამივე ჯგუფის პოზიციაში გამოჩნდა, რომ განქორწინება ძალიან ხშირად ქალისთვის ახალი პრობლემების დასაწყისია, რადგან საზოგადოება არ თანაუგრძნობს მას და ოჯახის დანგრევის მიზეზად მიიჩნევს.