დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს კიდევ ერთი დაემატა: პირველ მარტს წყალტუბოში ახალი კლუბი დაფუძნდა.
პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის" საქმიანობაზე, პროექტის ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, კლუბის სამომავლო გეგმებზე.
გაცნობისას გამოიკვეთა მონაწილეთა პოზიცია. შეკრებილებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქალთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკაში.
- მივესალმები კლუბის დაფუძნებას წყალტუბოში, ამ ქალაქში ქალთა არაჩვეულებრივი რესურსია თავმოყრილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელიც წყალტუბოს მოსახლეობას აწუხებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაჭრაში, - აღინიშნა შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |