ქალაქ ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან შეკრებილები.
რა ცვლილებები განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმა, როგორია საარჩევნო პროცედურები, რას გულისხმობს ამომრჩევლის უფლებები, რა ვადებში უნდა მოხდეს გასაჩივრება - ამ და სხვა საკითხებზე მოისმინეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია უკვე გეგმავს თავის ამომრჩევლებთან შეხვედრას.წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში მას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აქტიურად დაეხმარებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |