გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე", ორი შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში(ფონდი „სოხუმი", 5.03.10) და სენაკში (აფხაზეთის მე-7 სკოლა, 15.03.10).
მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის ტოპონიმიკას, ლეგენდებს, რომელიც ცხუმსა და დიოსკურიას უკავშირდება.
ქუთაისში გამართულ კლუბის შეხვედრას ხონის კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ. ინფორმაციის გაცვლა საინტერესოდ წარიმართა. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები რა იციან აფხაზეთზე, რა უნდათ გაიგონ. შეხვედრას ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში -ანიკა კარლსონი.
ქუთაისის კლუბის წევრები სენაკში ჩავიდნენ და თანატოლებს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია უჩვენეს. სლაიდ-შოუ ახლანდელი აფხაზეთის სინამდვილეს ასახავდა, რამაც მონაწილეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |