შაბათი, 23.11.2024, 22:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მარტი » 26

24-დან 26 მარტამდე ქალთა გერმანული ორგანიზაცია OWEN -ის მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომელიც გაეროს რელოზუცია 1325-ის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" (OWEN-ის პარტნიორი ორგანიზაცია) თავმჯდომარე ალლა გამახარია, აგრეთვე OMNIBUSI 1325- ის  ქსელის  ოთხი წევრი, რომლებიც სამხრეთ კავკასიას წარმოადგენდნენ.

ბერლინში გამართულ კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაახლოებით ასამდე ადამიანი განიხილავდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში შექმნილ სიტუაციას, რომელიც გაეროს რეზოლუცია 1325 -თან არის დაკავშირებული. გარდა კავკასიელებისა, მონაწილეობდნენ სერბიის, კოსოვოს, ისრაელის, პალესტინის, აფრიკის, სუდანის, მოზამბიკის და უგანდის წარმომადგენლები.

კონფერენციის კარგად მოფიქრებულმა სტრუქტურამ, მონაწილეთა უმრავლესობას საშუალება მისცა აქტიურ რეჟიმში განეხილა საკითხთა ფართო წრე. მუშაობა მიდიოდა სხვადასხვა სახის მეთოდებით, ღრმა და შემეცნებით ანალიზს პლენარულ სხდომებზე ენაცვლებოდა საინტერესო დისკუსიები ჯგუფებში, საერთაშორისო კაფეებსა თუ „აკვარიუმებში".

დასვენებისათვის გამოყოფილი შესვენებები, კარგ პირობებს ქმნიდა არაფორმალური ურთიერთობებისათვის და ინფორმაციების გაცვლა აქტიურად გრძელდებოდა.

 შეხვედრამ  გაეროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ აჩვენა, მიუხედავად გაეროსა და სახელმწიფო სტრუქტურების ათწლიანი მცდელობისა, სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად, ჯერ კიდევ არასაკმარისია ქალთა ინტერესებისა პოლიტიკური ნების თანხვედრა.  

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1176 | დაამატა: admin | თარიღი: 26.03.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0