ფონდი „სოხუმის" იურისტმა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო დროული და სასარგებლო, რადგან არჩევნები მოახლოებულია და კანონში შესულილი ცვლილებების გაცნობა მნიშვნელოვანია.
წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია, კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტ ქალბატონს იხილავენ.