შაბათი, 23.11.2024, 22:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მარტი » 30

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ოზურგეთის ამომჩეველ ქალთა კლუბის წევრებს  საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები გააცნო -

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს, ამომრჩევლის უფლებებსა და მოვალეობებს.

შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებულ საკონონმდებლო სიახლეებზე. გაჩნდა შეკითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ ხდება ვადების დანიშვნა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში -  კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად. კლუბის წევრები ინტერესით ელოდებიან მოახლოებულ არჩევნებს, ისინი  მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და ახალ საკრებულოში ქალთა  წარმომადგენლობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1090 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2010

- ეს შეხვედრები გვეხმარება გავიგოთ და შევისწავლოთ საკუთარი უფლებები. რადგან როგორც ქალს, ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ქალის უფლებები ირღვევა მაშინაც, როცა მას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, - ასეთი იყო იმ გოგონების საერთო განწყობა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.  მთელი თვის განმავლობაში მსგავსი შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის მე-5 სკოლაში, წყალტუბოში, სენაკში, ხონში.

 ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. რეზოლუცია 1325, პეკინის პლატფორმა და სხვა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1314 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2010

 - როგორ ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ფულადი სოციალური დახმარების არჩევა; რა შემთხვევაშია შესაძლებელი დახმარების შეჩერება - ამ და სხვა სახის საკითხებზე გაიცა კონსულტაციები ფონდი „სოხუმის" იურისტის მიერ. მარტის თვეში  ოთხი შეხვედრა მოეწყო ქუთაისის, ხონის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები.

მოსწავლეებმა იურისტისგან მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე, ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეციფიკურ ღონისძიებებზე.

შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკუთრების უფლებით საცხოვრებელი სახლების გადაცემის პროგრამის სხვადასხვა ეტაპების გაცნობასა და საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებს.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1131 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0