შაბათი, 23.11.2024, 23:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მარტი » 12

ტელერადიოკომპანია "რიონის” ეთერით ფონდის "სოხუმის” მიერ პროექტის "მართვა და გამჭვირვალობა” (შერიგების რესურსების მხარდაჭერით) ფარგლებში მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა.

 სიუჟეტში გაშუქებულია საქმიანობა, რომელსაც ფონდი სოხუმი ეწევა სანატორიუმ "მედეაში” მცხოვრები დევნილებისათვის. ნაჩვენებია სიტუაცია, რომელიც არის ობიექტებში, სადაც უკვე განხორციელდა  ან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, 2010 წლიდან იწყება ახალი ეტაპი, რომელიც შეეხება ქუთაისის დარჩენილი კოლექტიური ცენტრებში, წყალტუბოში ორგანიზებულად ჩასახლებულ,, ასევე ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების  გარკვეულ კატეგორიას. სიუჟეტში საუბარია, ასევე, განსახლების კონკრეტულ ვადებზე, პირობებზე.

 წყალტუბოს საკრებულოს ხელმძღვანელის,  მამუკა საღარეიშვილის განცხადებით,  უყურადღებოდ არ დარჩებიან ის ცენტრები, სადაც ბინათმშენებლობის დამთავრებამდე  მოუწევთ დევნილებს ცხოვრება და რომლებშიც სადღეისოდ გაუსაძლისი მდგომარეობაა.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1335 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

რა სახის ცვლილებებია შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კანონში; როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო სიები; რა უფლებები აქვთ ამომრჩევლებს, რას გულისხმობს საარჩევნო აგიტაცია, როგორ ინიშნება მერი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო თვალთვაძემ  ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან.

- არჩევნები საკმაოდ გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული  - აღნიშნა მან.

საარჩევნო კანონის განხილვის შემდეგ მონაწილეებმა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით იურისტისგან კომპეტენტური კონსულტაციებიც მიიღეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1144 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

ფონდი "სოხუმის” მიერ დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი შავგულიძესთან  საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა იმის თაობაზე, რა სიტუაციაა პარტიებში, საზოგადოებაში ქალის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით.

"მე შევსწრებივარ სიტუაციას პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები ეწერებიან მიღებაზე პარლამენტარებთან, რეკავენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ყველაზე მეტად ქალებთან რეკავენ. მათი იმედი უფრო აქვთ”...

"ადამიანის თვალს, ფსიქიკას ყველაზე უფრო ერთფეროვნება ღლის. ერთფეროვნება პოლიტიკაში გენდერული სურათის თვალსაზრისით ასევე მომაბეზრებელია...”

"ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში მამაკაცებზე ბევრად არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათ უნდა გააცნობიერონ ამის აუცილებლობა. აუცილებლობა იმისა რომ ეს ქვეყანას სჭირდება...” ქრისტიან დემოკრატები ამას საქმით ამტკიცებენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა ინგა გრიგოლიაა.
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1135 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1256 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 2093 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1170 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1316 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1172 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 1237 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0