წელს გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" (რუბრიკით „ქალი და მშვიდობა") ორი ნომერი. მათში, ფორმატის სიმცირის მიუხედავად, აისახა ფონდის სამშვიდობო საქმიანობა.
მეორე ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ინფორმაციას ლიდერთა სკოლის მეორე კურსელების შესახებ.
ახალგაზრდა ლიდერთა პორტრეტებში ნათლად გამოჩნდა ფონდის საქმიანობის შედეგები, ის ცვლილებები, რაც გოგონათა ცხოვრებაში მოხდა. ეს სტატიები ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს აქტიურობისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის.
|