ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულმა ტელეგადაცემამ მაყურებელს დასავლეთ საქართველოში ფონდი „სოხუმის" ინიცირებით ჩატარებული საზოგადოებრივი კამპანიის შედეგებზე მოუთხრო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ყოველწლიურად ტარდება და, როგორც ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხელშესახებია ცვლილებები, რაც საზოგადოების ცნობიერებაში ხდება.
„შეუდარებლად იზრდება საზოგადოების ჩართულობა კამპანიაში, მედია სულ უფრო სოლიდარული ხდება, სახეზეა არა ფაქტების კონსტატაცია, არამედ ანალიზიც: რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსწორებისათვის". „მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ცენტრალური და რეგიონული ტელე-რადიოსაშუალებები აშუქებდნენ კამპანიას, გადიოდა ჩვენი სოციალური რეკლამები".
კამპანიის უშუალო მონაწილეები მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ საუბრობდნენ. თავისი პოზიცია გამოხატეს გადაცემის სტუმრებმა - საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათ კამპანიის საზოგადოებრივ რეზონანსზე გაამახვილეს ყურადღება: „ნორჩი მსახიობების მიერ გათამაშებულმა სცენებმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა. დისკუსიები მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე დღემდე გრძელდება. ჩვენი ქარხნის მრავალრიცხოვანი კოლექტივის სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ".
„რესპუბლიკური ტელევიზიების მეტი ყურადღება ძალადობის პრობლემის მიმართ მეტ საზოგადოებრივ პროტესტს, საკითხის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულების დაუდებს სათავეს".
„მსგავსი ფაქტები ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ არ ვაკეთებთ მათ ანალიზს".
- გადაცემის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა ზარები, რაც საკითხის აქტუალობას კიდევ ერთხელ ცხადყოფდა.
ვუერთდებით პათოსს, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მყოფმა ახალგაზრდებმა გამოხატეს: „გვინდა, კამპანიის განწყობა და საზოგადოების ერთიანობა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიასთან ერთად არ დამთავრდეს. გვინდა, ეს იყოს საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობა ყველა ჩვეულებრივ დღეს". |